ქართული ხმები
ბასა ფოცხიშვილი:
ანსამბლის 30 წლის იუბილე „ბლექ სი არენაზე“ განსაკუთრებულად აღინიშნება. მინდა ვთქვა, რომ გამოვიყენებთ ყველა იმ ტექნიკურ საშუალებას, რომელიც ზემოხსენებულ არენას აქვს. ღონისძიების მიმდინარეობისას ეკრანზე გამოჩნდება საინტერესო საარქივო მასალები. პროექტზე ჩემს ჯგუფთან ერთად ვმუშაობ. „ქართულ ხმებთან“ დიდი ხნის მეგობრობა და შემოქმედებითი თანამშრომლობა მაკავშირებს. სამწუხაროა, რომ ხუთი უნიკალური ხმა წავიდა მათგან… ძალიან ნერვიულობენ, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი მომღერლები არიან, ძალიან საინტერესო და გამორჩეული კონცერტი შედგება.
შესრულდება ქართული ფოკლორი და ასევე ის ჰიტები, რითაც მსმენელთა „ქართული ხმები“ გაიცნო და შეიყვარა.
კონცერტზე „ქართულ ხმებს“ შეუერთდებიან თბილისის ბიგბენდი, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „ირიაო“, დათო ევგენიძე, რომელთანაც დიდი ხანია, თანამშრომლობენ, ასევე გურული შვიდკაცა, სადაც ზაურ ბოლქვაძემ თავისი კარიერა დაიწყო. საინტერესო მომენტია ისიც, რომ გურამ თამაზაშვილის ხმას მისი ძმა, ჯემალ თამაზაშვილი იმღერებს…
პროგრამა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. ზუსტ დროს ვერვ გეტყვით, ვინაიდან იქნება ცოცხალი შესრულება და მოგეხსენებათ, ასეთ შემთხვევაში ზუსტი დროის გათვლა ძნელია (იღიმის).
Comments
Post a Comment