ცეკვას საზოგადოებაში მრავალი ფუნქცია გააჩნია და ის ხშირ შემთხვევაში გარკვეულ მიზანს ატარებს ან მხოლოდ გართობის მიზნით სრულდება. ქრისტიანობამდელ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიტუალურ ცეკვებს, ძველი ბერძნული ცეკვები დღემდე ახდენენ ზეგავლენას თანამედროვე ცეკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ხალხურ ცეკვებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ, აღმოსვლური ცეკვების ტრადიცია მას ბევრად წინ უსწრებს. ყველა ხალხს ცეკვის თავისებური მისთვის დამახასიათებელი, ფორმა აქვს შექმნილი. ამ საფუძველზეა შექმნილი სასცენო ცეკვა — ბალეტი.
სარიტუალო ცეკვა კომპლექსურობასა და ემოციებს გამოხატავს და როგორც საზეიმო, შესაძლოა ის აგრეთვე ახალბედა წევრის რაიმე სახის ჯგუფში ან თემში მიღების ცერემონიას, სასკოლო ან სხვა სახის გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამაგვირგვინებელ წვეულებასაც ახლდეს თან. ძველ დროებში სარიტუალო ცეკვებით ღვთაებებს განდიდებდნენ და მათი შესრულება ხშირად ასევე ბოროტი სულების განდევნას და მათგან თავის დაცვას ემსახურებოდა.
ცეკვა, როგორც სპორტი კუნთოვანი სისტემის აგებულებას, ასევე კოორდინაციისა და წონასწორობის შეგრძნების განვითარებას უწყობს ხელს. ცეკვის სრულყოფილად შესწავლა, მისი გეგმის დასახვა და კომპლექსური მოძრაობების შესრულება ადამიანს თვითრწმენას უნერგავს და ეხმარება მისსავე სხეულთან ჯანმრთელი დამოკიდებულების გამომუშავებაში.
ცეკვა, როგორც ხელოვნების სახეობა გრძნობებისა და მოქმედებათა ვიზუალურ ჩვენებას ემსახურება. მიმიკა, ჟესტიკულაცია, მთლიანი სხეულის საცეკვაო მოძრაობები მუსიკის თანხლებით ცეკვის მნიშვნელოვან სამუშაო მასალას წარმოადგენს, რომელსაც მაყურებლის თვალწინ ადამიანის სხეულის სილამაზისა და მისი გამოხატვის უნარი შესწევს.
პროფესიული ცეკვა, რომელმაც განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, გახდა ევროპული კლასიკური ცეკვის, აგრეთვე აზიისა და აფრიკის ქვეყნების საცეკვაო სისტემების საფუძველი. კლასიკური ტრადიცია XV საუკუნითთარიღდება (იტალია), ცეკვების პირველი დაბეჭდილი ტესტები — XVI საუკუნით (საფრანგეთი). პირველი საცეკვაო სკოლა პარიზში გაიხსნა XVII საუკუნეში. თანამედროვე ცეკვები XX საუკუნის პირმშოა.
ქართული ცეკვებიდან აღსანიშნავია: აჭარ

ულიგანდაგანაკინტაურილეკურიფერხული.

Comments

Popular posts from this blog

ქართული ხმები

ხელოვნების ისტორია